დაახლოებით 20 წლის წინ ფლორიდას(აშშ)უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკის კომპიუტერულ-აპარატურული სისტემა.აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება Florida Probe.
ესაა უზუსტესი გამოკვლევის მეთოდი,რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო დაავადების გამოხატული ფორმების,არამედ საწყისი,შეუმჩნევლად მიმდინარე სტადიის აღმოჩენისა და დიაგნოსტირებისთვის.
Florida Probe შედგება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის,კომპიუტერთან მიერთებულ მონაცემთა გადამცემი ბლოკისა და სპეციალური მაღალმგრძნობიარე ზონდისგან.
გამოკვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულო და კომფორტულია,საჭიროებს 30-40
|
ჯიბის გაზომვა |
წუთს.პაციენტი ზის სტომატოლოგიურ სავარძელში და ექიმი სპეციალური ზონდის მეშვეობით იღებს მონაცემებს თითოეული კბილის ირგვლივ 6 წერტილში.იზომება ჯიბეების არსებობა ან არარსებობა,მათი სიღრმე-0.1მმ სიზუსტით,რეცესიების(ღრძილების დაწევა) არსებობა და მათი ზომა მმ-ში,სისხლდენის არსებობა,ნადების არსებობა და კბილების მორყევის ხარისხი.ყველა ეს მონაცემი შედის კომპიუტერში,მუშავდება ავტომატურად და იქმნება პაციენტის პაროდონტოგრამა,სადაც ყველა მონაცემია დაფიქსირებული.
|
პაროდონტოგრამა |
პაროდონტოგრამა ფერადი ამობეჭდილი სახით გადაეცემა პაციენტს და ასევე ინახება პროგრამის მეხსიერებაში.Florida Probe არა მარტო დიაგნოსტირების,არამედ მკურნალობის ეფექტურობის გაკონტროლების საშუალებასაც იძლევა,რაც თავად პაციენტმაც ადვილად შეიძლება შეაფასოს მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ გადაღებული პაროდონტოგრამის მიხედვით.ასევე ექიმსაც და პაციენტსაც ეძლევათ საშუალება დააკვირდნენ დაავადების მიმდინარეობას დინამიკაში(მაგ:1 წლის შემდეგ),შეაფასონ რამდენად სტაბილიზირებულია დაავადება და საჭიროებს თუ არა განმეორებით მკურნალობას.
დღესდღეობით აშშ-ს და ევროპის ქვეყნების წამყვან პაროდონტოლოგიურ ქვეყნებში დანერგილია პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკა Florida Probe-ით.ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან მხოლოდ საქართველოში,თბილისში,კლინიკა "V.P.Dental"-ში,2014 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს დიაგნოსტიკის ეს მეთოდი.
No comments:
Post a Comment