Tuesday, 2 December 2014

როგორ გადავლახოთ სტომატოლოგის შიში

   
 სტომატოლოგთან ვიზიტის შიში იმდენად გავრცელებულია,რომ ფსიქოლოგიაში მან "დენტოფობიის"სახელწოდებაც კი მიიღო.
მიუხედავად იმისა,რომ დღეს თანამედროვე სტომატოლოგია ფლობს ხარისხიან გაუტკივარებას,უახლეს უმტივნეულო ტექნოლოგიებს,ბევრი პაციენტი სტომატოლოგთან ვიზიტის წინ განიცდის შფოთვას და პანიკურ შიშსაც კი.
   
დენტოფობიის მიზეზები საკმაოდ განსხვავებულია.უმეტესად ესაა საკუთარი "მწარე" გამოცდილება წარსულში ან მშობლების მიერ ბავშვობაში ნაცადი დაშინების ფრაზა-"კბილის ექიმი მოვა და..." შედეგად ვღებულობთ დენტოფობიას-შფოთვას,გახშირებულ გულისცემას,პანიკის შეტევებს,კიდურების კანკალს,გულისრევის შეგრძნებას...
როგორ უნდა მოიქცეს სტომატოლოგის შიშით შეპყრობილი ადამიანი:
-არაა საჭირო,დავმალოთ შიში ექიმთან,პირიქით სჯობს,გულღიად აუხსნათ,რომ გეშინიათ.ნუ იფიქრებთ,რომ ექიმი ამის გამო გაგკიცხავთ ან დაგცინებთ.იგი ყველანაირად ეცდება,მოგიხსნათ მღელვარება.
-სთხოვეთ ექიმს,წინასწარ გესაუბროთ ყველა მომდევნო მანიპულაციაზე,მოსალოდნელია თუ არა ტკივილი ან დისკომფორტი.
-ნუ გერიდებათ და ნუ გეშინიათ სტომატოლოგის იმის გამო,რომ თქვენი კბილები ან ღრძილები ცუდ მდგომარეობაშია.ექიმების უმეტესობა ტაქტითა და გაგებით მოეკიდება თქვენს პრობლემებს.
-ნუ გეშინიათ,რომ მკურნალობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია,სადაც ექიმი გაგაცნობთ ზუსტ ან სავარაუდო ღირებულებას.პროფილაქტიკური და საკონტროლო ვიზიტები კი ძირითადად უფასოა.
-შეეცადეთ გაიაზროთ,რომ სჯობს,დროულად მიხედოთ პრობლემას,რაც გაცილებით ეფექტურად და უმტკივნეულოდ მოგვარდება,ვიდრე მიხვიდეთ გამოუვალ მდგომარეობამდე და გაცილებით ხშირად მოგიწიოთ სტომატოლოგებთან სიარული.
-იფიქრეთ იმაზე,რომ დღეს თანამედროვე სტომატოლოგია უმტკივნეულო პროცედურებს გთავაზობთ,ხოლო დღევანდელი სტომატოლოგები კი მაქსიმალურად ცდილობენ,მოგიხსნან შიში,მღელვარება და კომფორტული გარემო შეგიქმნან.

No comments:

Post a Comment