Monday, 8 December 2014

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და მისი მიზეზები

 
 უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან-ანუ ჰალითოზი,ტაბუდადებული თემაა,ამაზე არავინ საუბრობს ნაცნობ-მეგობრებთან და მეტიც,ამას ბევრი ვერ გრძნობს.როგორც სტომატოლოგმა,პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა,რომ უსიამოვნო სუნის მქონე პაციენტების 60-70% ,შეკითხვაზე-"ხომ არ უჩივით უსიამოვნო სუნს?",პასუხობს-"არა".
   ჰალითოზმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პირად ცხოვრებასა და კარიერაზეც.
   თითქმის არ არსებობს ადამიანი,რომელსაც პერიოდულად,ერთჯერადად ან მრავალჯერადად,ეს არ შეხებოდეს.ასეთი იშვიათი,ეპიზოდური მოვლენის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი საკვები,რაიმე მიზეზით გამოწვეული ხანმოკლე პირის სიმშრალე,ინტოქსიკაცია,კუჭ-ნაწლავის ან სასუნთქი სისტემის მწვავე გაღიზიანება.
   ადამიანთა 25% აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებად აწუხებს.
   ჰალითოზი შეიძლება იყოს რეალური ან წარმოსახვითი:
-წარმოსახვითი ჰალითოზი შეიძლება იყოს ადამიანის ფსიქოლოგიური ან ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობის გამოვლინება.
-რაც შეეხება რეალურ ჰალითოზს,მისი მიზეზების 90% პირის ღრუში არსებულ პრობლემებს უკავშირდება:
-პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა;
-ღრძილების ანთებადი დაავადებანი(გინგივიტი,პაროდონტიტი);
-პირის ღრუს სიმშრალე(ნერწყვის სეკრეციის შემცირება);
-არანამკურნალევი კბილები;
-ნადებიანი ენა;
ყველა ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს მივყევართ პირის ღრუში არსებული ბაქტერიების გამრავლებამდე,რის შედეგად მათ მიერ ცხოველქმედების პროცესში(მარტივად რომ ვთქვათ,ლპობის პროცესები),გამოიყოფა გოგირდშემცველი ნაერთები,რაც უსიამოვნო სუნს განაპირობებს.
ჰალითოზის მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა ზოგად პათოლოგიებს:
-სასუნთქი სისტემის-ქრონიკული ტონზილიტი,სინუსიტები,ფილტვების დაავადებანი;
-კუჭ-ნაწლავის-ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები,ნაწლავების მოტორიკის დარღვევა;
-დიაბეტი;
-მკაცრი დიეტები და შიმშილობა;
-ზოგი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება;
-სიგარეტის მოწევა;
თუკი სტატიამ შეგაშინათ ან დაგაფიქრათ,ხომ არ გაქვთ ანალოგიური პრობლემა,ჩაიტარეთ მარტივი ტესტი:კბილის ძაფით(ფლოსი) გაიწმინდეთ საღეჭი კბილების მიდამოში კბილთაშუა სივრცეები და 1-2 წუთის შემდეგ დასუნეთ,ან სთხოვეთ ახლობელ ადამიანს,გიპასუხოთ,მაგრამ...იშვიათად,ვინმემ შეძლოს პირდაპირ კითხვის დასმა და ასევე იშვიათად,ვინმემ შეძლოს პირდაპირ გიპასუხოთ ამ კითხვაზე დადებითად...
ჰალითოზის სამკურნალო და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე,რეკომენდაციებზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებ.

No comments:

Post a Comment